გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი კარგია, ტორონტო პოზიციებს კარგავს

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. კანადელები ამჯერად შინ, ბოსტონ სელტიკსთან დამარცხდნენ – 113:121.

ჩვენებური საქმეში ისევ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მამუმ პარკეტზე 23:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა და 6 მოხსნა მოინაგრა. სანდრომ რვიდან ხუთი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ტორონტომ მეტოქეზე 12 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. აქვე გეტყვით, რომ მამუ მოხსნებით გუნდში მეორე იყო, ხოლო ქულებით მესამე.

მიჯრით წაგებებმა ტორონტოს პოზიციები შეარყია. თუ აქამდე მეორე ადგილს წყნარად იკავებდა, ახლა 15 მოგებით და 10 მარცხით მხოლოდ მეოთხეა, მაგრამ უკან იმდენი კონკურენტი მოსდევს, კიდევ ერთი წაგება და ფლეი ოფის ზონის მიღმა აღმოჩნდება. კანადელები მომდევნო მატჩში ნიუ იორკ ნიკსს უმასპინძლებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი