გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი ორივე გუნდში საუკეთესოა

გააზიარეთ

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ პორტლენდი სტუმრად 110:98 დაამარცხა და ჩვენებურს ისევ მაგარი თამაში ჰქონდა.

უკვე ზედიზედ მეორე მატჩია საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კანადური კლუბის სასტარტო შემადგენლობაშია და ზედიზედ მეორედ 22 ქულა მოინაგრა, რასაც სართად 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაუმატა. მამუს ანგარიშზე ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმოა. ჩვენებურს პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას კი გუნდმა მეტოქეზე 25 ქულით მეტი ჩააგდო. ეს მაჩვენებელი გუნდში საუკეთესი იყო, ისევე როგორც მოპოვებული ქულები ორივე გუნდის შემადგენლობაში.

„რეპტილიებს“ 28 მოგება გაუხდათ და 19 მარცხი აქვთ. ეს კონფერენციაში მესამე მაჩვენებელია. ტორონტო მომდევნო მატჩს კი, ორივე კონფერენციის ლიდერ ოკლაჰომასთან სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი