გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი ტორონტოს 17 ქულით შეეწია

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო ჩიკაგოში ბულსს ესტუმრა და 139:109 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე 22:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ხუთიდან ოთხი ორქულიანი, სამიდან ორი სამქულიანია და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, ტორონტომ ორი ქულით მეტი ჩააგდო.

ტორონტო 39 მოგებითა და 29 წაგებით კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, დენვერში ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი