გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილმა და ტორონტომ საქმე გაირთულეს

გააზიარეთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაჭრელი – მოხვდეს ფლეი ოფში. თუმცა, დღეს დილით, რეპტორსმა, სტუმრად, ლოს ანჯელეს კლიპერსთან, 94:119 წააგო და საქმე ოდნავ გაირთულა.

ძირითადი ცენტრის, ჯეიკობ პიოლტლის გამოჯანმრთელების შემდეგ მამუკელაშვილი ისევ სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა და კალიფორნიელებთან მატჩში მწვრთნელი მხოლოდ 15:08 წუთი ენდო. ჩვენებურმა ამ დროში 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. სანდრომ ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ხუთი სამქულიანიდან ზუსტი სამი აღმოჩნდა. მამუს პასივში ერთი დაკარგვაც ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ტორონტომ რვა ქულით ნაკლები ჩააგდო.

ტორონტო 40 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ფლეი ოფში გამსვლელ ბოლო, მეექვსე ადგილზეა. კანადელები მომდევნო მატჩში ნიუ ორლეანს უმასპინძლებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი