გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილმა დრო ნაყოფიერად გამოიყენა

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა სტუმრად კლივლენდ კავალიერსს 126:113 მოუგო და სატურნირო ცხრილში საქმე გამოიკეთა.

კანადური კლუბის გამარჯვებაში სოლიდური წვლილი ჩვენებურსაც მიუძღვის. მამუკელაშვილს მოედანზე დიდი დრო არ გაუტარებია და გუნდს მხოლოდ 17 წუთით შეეწიან, მაგრამ 13 ქულის, 5 მოხსნისა და 1 პასის გაკეთება მაინც მოასწრო.

სანდრომ ორიდან ორი ორქულიანი, სამიდან ორი სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში მხოლოდ დაკარგვა ჰქონდა და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ტორონტომ რვა ქულით მეტი აიღო, ვიდრე მეტოქემ.

ტორონტომ შვიდი მოგებითა და ხუთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. კანადელები მომდევნო მატჩს ინდიანა პეისერსთან გამართავენ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი