გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო საკრამენტოს ეწვია და 122:109 იმარჯვა.

მამუ სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე დაბრუნდა და პარკეტზე 32:20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოინაგრა. სანდრომ ექვსიდან ხუთი ორქულიანი, რვიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი კანადელებმა 15 ქულა მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ქულებით სამ კალათბურთელს ჩამორჩა. აქედან ორი მისი თანაგუნდელი იყო – სკოტი ბარნსი და ბრენდონ ინგრემი (23-23), ხოლო ერთიც საკრამენტოელი რასელ ვესტბრუკი (23); გეტყვით იმასაც, რომ +/- მაჩვენებლით სანდრო მეორე-მესამე შედეგი ჰქონდა.

ტორონტო 27 მოგებითა და 19 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩი კი, პორტლენდში უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი