გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუმ და ტორონტომ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

გააზიარეთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დრის მატჩები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჩინებულ ფორმაში შედის სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი.

დღეს, გამთენიისას, კანადელებმა შინ ნიუ ორლეანს 110:108 მოუგეს. ეს იყო ტორონტოს მერვე მოგება ბოლო ცხრა მატჩში. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამ გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილამდე აღზევდა.

ორლეანელებთან სანდროს წვლილი მოკრძალებული იყო და ეს დროის ფაქტორიდან გამოდინარეობდა. ჩვენებურმა პარკეტზე არასრული 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა.

სანდრომ ხუთიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. პასივში კი, ერთი დაკარგვა და სამი პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ტორონტოს ცხრა მოგება და ხუთი მარცხი მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი, სტუმრად, ფილადელფიაში, 20 ნოემბერს გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი