გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუს ორმაგი დუბლი და დამარცხებული გოლდენ სტეიტი

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილი ორმაგი დუბლით გამოირჩა. ჩვენებურის ტორონტო გოლდენ სტეიტს ესტუმრა და 145:127 მოუგო.

მამუ საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 25:39 წუთი დაჰყო. ეს დრო კი ორმაგი დუბლისთვის საკმარისი აღმოჩნდა: 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება – ასეთია ჩვენებურის მონაგარი.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა სამქულიანები 100 %-იანი მაჩვენებლით ისროლა – ოთხივე ჩააგდო; ასევე ოთხჯერ ისროლა ორქულიანი, რომელთაგან ზუსტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. ჩვენებურს პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ტორონტომ მეტოქეზე სამი ქულით მეტი ჩააგდო.

45 მატჩის შემდეგ, ტორონტო 26 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. ტორონტოს მომდევნო მატჩი 22 იანვარს, ისევ კალიფორნიაში ითამაშებს და ამჯერად საკრამენტოს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი