გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუს 15 ქულა და უთამაშებელი ბითაძე

გააზიარეთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო ჩვენებურის ყოფილ გუნდს, მილუოკის ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 122:94 დაამარცხა.

მამუკელაშვილი საქამეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საკმაოდ ნაყოფიერადაც გაისარჯა. მამუმ პარკეტზე 22:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო რვიდან სამი სამქულიანი. მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, ტორონტომ მეტოქეზე 22 ქულით მეტი ჩააგდო. ქულებით გუნდში მესამე შედეგი ჰქონდა, პლუს-მინუსის მაჩვენებლით – მეორე.

ტორონტოს 34 მოგება და 23 მარცხი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით კანადური გუნდი კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, რეგულარული სეზონის ერთ-ერთ ლიდერ ოკლაჰომას დაუხვდება.

ითამაშა გოგა ბითაძის ორლანდომაც. „ჯადოქრებმა“ სტუმრად ლოს ანჯელეს კლიპერსს 111:109 აჯობა. ბითაძე კი მოედანზე არ გამოჩენილა.

ორლანდოს 30 მოგება და 26 მარცხი აქვს, რაც კონფერენციაში მეშვიდე შედეგია. მომდევნო მატჩს კი, კიდევ ერთ ლოს ანჯელესურ გუნდთან, ლეიკერსთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი