გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუს 17 ქულა და ტორონტოს მოგება

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა შინ 122:104 მოუგო ინდიანა პეისერსს. ჩვენებურს შედეგიანი თამაში ჰქონდა და გუნდშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 21:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ ოთხიდან სამი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ტორონტომ მეტოქეზე ორი ქულით მეტი ჩააგდო.

ტორონტო 32 მოგებითა და 22 მარცხით კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, შინ, რეგულარული სეზონის ერთ-ერთ ლიდერ დეტროიტ პისტონსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი