გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ სასტარტოში დაბრუნდა, ბითაძეს წუთები აკლდება

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და ორივემ წააგო.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო ბოსტონს ესტუმრა და 117:125 დამარცხდა. მამუ ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ არა ცენტრის, არამედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა და მოედანზე 24:55 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა რვიდან შვიდი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორივე სამქულიანი ააცილა. სანდროს მოედანზე ყოფნის პერიოდში კანადელებმა მეტოქეზე ხუთი ქულით ნაკლები ჩააგდეს.

გოგა ბითაძის ორლანდო კი საკუთარ მოედანზე ფილადელფიასთან დამარცხდა – 91:103.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 11:52 წუთი მიიღო და ამ მცირე დროში თავი 2 ქულას, 3 მოხსნასა და 2 დაფარებას მოუყარა.

გოგამ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, ორლანდომ 13 ქულა წააგო.

სადღეისოდ, მამუკელაშვილის ტორონტო 23 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო ორლანდო (21-18) მერვე ადგილს იკავებს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი