გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ სასტარტოში კარგად დაბრუნდა, ბითაძეს ტრავმა აქვს

გააზიარეთ

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე იყო და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმცა, საქმეში მხოლოდ ერთი მათგანი ვიხილეთ.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი მაიამი ჰითს ესტუმრა და 112:91 აჯობა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდისთვის ძალიან სასარგებლო.

მამუმ პარკეტზე 27:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, კანადელებმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო.

სტუმრად მოიგო გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმაც. ჯადოქრები პორტლენს ეწვიენ და 110:106 დაამარცხეს. თუმცა, ჩვენებურის გარეშე – გოგამ მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.

ტორონტოს 18 მოგება და 13 მარცხი აქვს. ეს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე მაჩვენებელია. 17 მოგებითა და 13 მარცხით მეექვსე ადგილზეა ორლანდო. ახლა NBA-ში მცირე საშობაო პაუზაა და ჩვენები 27 დეკემბერს ითამაშებენ. ტორონტო ვაშინგტონს ესტუმრება, ორლანდო კი შინ შარლოტს დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი