გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ სასტარტო იყო, ტორონტომ ბოლო წამზე წააგო

გააზიარეთ

გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო შინ ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუხვდა და ბოლო წამზე ჰაჩიმურას ნასროლი ზუსტი სამქულიანით 120:123 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი კანადური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო.

მამუკელაშვილს მოედანზე 36:38 წუთი დაჰყო და სტატისტიკურად კარგი თამაში ჰქონდა – 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება. ერთია, მამუს უკეთესად რომ ესროლა, ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იქნებოდა.

სანდრომ ოთხიდან ერთი ორქულიანი, ცხრიდან სამი სამქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ტორონტომ მეტოქეზე ორით ნაკლები ქულა ჩააგდო.

ტორონტოს 15 მოგების წილ 8 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კანადური გუნდი 6 დეკემბერს, შარლოტ ჰორნეთსთან გამართავს და, შესაძლოა, მამუ ისევ ძირითადში ვიხილოთ…

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი