გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ ჩაგდებული სამქულიანებით ლიდერებში მოხვდა

გააზიარეთ

NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე გუნდებმა გასახურებელ მატჩებს მართავენ. სანდრო მამუკელაშვილმა და ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ეს პროცესი დაასრულეს და 22 ოქტომბერს უკვე საქმეში ოფიციალურად ჩაერთვებიან.

ლეიკერსმა ბოლო საპრესეზონო მატჩში დენვერ ნაგეთსთან 106:121 დამარცხდა. თუმცა, როგორც წინა მატჩებში, სანდრო მამუკელაშვილი გუნდში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 20:39 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუმ სამიდან ორი ორქულიანი და შვიდიდან სამი სამქულიანი ჩააგდო.

სწორედ სამქულიანები გახდა ის კომპონენტი, რომელმაც პრე-სეზონის სტატიტისკურ ლიდერებს შორის მოახვედრა.

ჩვენებურმა 24-დან 13 სამქულიანი (54.2%) გამოიყენა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მილუოკელ ტაილერ ჰეროუსა (56.5%) და ბოსტონელ უგო გონსალესს (55.0%) ჩამორჩა.

ლეიკერსმა მოსამზადებელ პერიოდში ხუთიდან სამი მოიგო, რეგულარულ სეზონს კი გოლდენ სტეიტ უორიორსსთან დაიწყებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი