გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარკიზ რიდი: გუნდთან ერთად წინსვლას ველოდები

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ახალი ლეგიონერი მარკიზ რიდი უკვე ალეკსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაშია და ეროვნულ გუნდსაც ეჩვევა.

ამერიკელმა გამთამაშებელმა პირველი ვარჯიშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

„ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ახალ გარემოსა და ქვეყანას ნელ-ნელა ვეჩვევი. ვგრძნობ, რომ თანაგუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბმა თბილად მიმიღეს. აქ ყოფნით მოხარული ვარ და მინდა გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ თამაშს მოვიგებთ და გუნდთან ერთად წინსვლას მოუთმენლად ველოდები“.

რიდი საქართველოს ნაკრებთან ერთად თბილისში 23 თებერვლამდე ივარჯიშებს, შემდეგ სუპერლიგის ხუთ კალათბურთელთან ერთად დანიაში გაემგზავრება, სადაც გუნდს ლეგიონერები შეუერთდებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი