გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარკიზ რიდი: დეტალები გამოსასწორებელია

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების პროცესში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 101:90 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის ნატურალიზებუმა კალათბურთელმა, მარკიზ რიდმა გააკეთა.

მარკის რიდი:

„ისრაელთან თამაში კარგი ტესტი იყო მომდევნო ორი მატჩისთვის. რაც მთავარია, სრული შემადგენლობით ვიყავით, გუნდურად ვითამაშეთ, რათა მოახლოვებული მნიშვნელოვანი მატჩებისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. ისრაელი სწრაფი გუნდია. დაცვაში უფრო მეტად კონცენტრირება გვმართებს. შეტევა გვაქვს, დაცვაში რამდენიმე დეტალს გამოსწორება სჭირდება და, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

სათადარიგოთა სკამმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. მათ თამაშის ტემპი გაზარდეს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, შემდეგ კი ძირითადმა მოთამაშეებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. ვფიქრობ, ძალიან კარგია, როცა ყველა კალათბურთელის გამოყენება შეგიძლია”.

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი