გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარკიზ რიდი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს – დანიასთან მოახლოებულ მატჩებში (27 თებერვალს და 2 მარტს) ჩვენი გუნდის ღირსებას ამერიკელი მარკიზ რიდი დაიცავს. ახალი ამერიკელის  დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

რიდი გამოცდილია, 30 წლის კალათბურთელი. ბოლო ორ სეზონში არავის უთმობს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის ტიტულს და ახლაც, მიმდინარე სეზონში, ევროპაში ერთ-ერთ მძლავრ საკალათბურთო ლიგას მოპოვებული ქულებით ლიდერობს.

რიდი ტრაბზონის კალათბურთელია, გასულ სეზონში კი, თოფაშის წევრი იყო და ბომბარდირობასთან ერთად თურქეთის ლიგის MVP გახდა. მიმდინარე სეზონში თურქეთის ლიგაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 23.2 ქულას, 5.1 პასს, 3.2 მოხსნასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებს. 2024-25 წლების სეზონში ასევე ფიბა ევროპის თასის გათამაშების ბომბარდირიც გახდა.

ტრაბზონს 20 მატჩიდან 16 მოიგო და ლიგაში ფენერბაჰჩესა და ბეშიქთაშის შემდეგ მესამე ადგილზეა. რიდი 191 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც გამთამაშებლის, ისე მსროლელის პოზიციაზე თამაში.

რიდმა საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზების გზით უკვე მიიღო და ნაკრებში ჩამოსვლა, ტრაბზონსფორის თასზე ნაჩვენები შედეგზეა დამოკიდებული. ტრაბზონი 17 თებერვალს ტურკ ტელეკომს ხვდება და თუ დამარცხდა, რიდი მეორე დღეს თბილისში გამოემგზავრება. თუ იმარჯვა, შემდეგი მატჩიც ექნება და ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დანიაში ნაკრების სხვა ლეგიონერებთან ერთად ჩავა.

რიდმა კლემსონის უნივერსიტეტის გუნდში თამაში 2019 წელს დაასრულა, მაგრამ NBA-ს დრაფტზე არ აირჩიეს და პროფესიული კარიერა ევროპაში დაიწყო. მისი პირველი გუნდი იყო ფრანგული როანი, რის შემდეგაც უკრაინულ პრომეთეიში გამოდიოდა; შემდეგ იყო ისევ ფრანგული კლუბები – ნანტერი 92, გრაველინი, იტალიური ბრინდიზი და 2023 წლიდან რიდი თურქეთში გადაბარგდა: ბუიუქჩეკმეჩი, თოფაში და ამ სეზონიდან ტრაბზონსფორი.

რა სარგებლობას მოუტანს ჩვენს ეროვნულ გუნდს, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ…

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი