
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას, სტუმრად, 54:3 მოუგო ჯგუფში ხუთი ქულით დაწინაურდნენ.
ეს იყო მარკო ბარტოლამის სადებიუტო მატჩი ბორჯღალოსნების მწვრთნელის რანგში. ახალმა სამწვრთნელო შტაბმა პირველივე შეხვედრაში დებიუტანტებიც ბლომად შეიყვანა. მათგან ორი სასტარტოში იყო – ოთარ მეტრეველი და ნიკოლოზ რეხვიაშვილი. მარქაფიდან შევიდნენ დავით ლაგვილავა, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი.
სადებიუტო ლელო მიითვალა მეტრეველმა. ეს იყო ქართველების ერთადერთი ლელო პირველ ტაიმში.
შვეიცარიასთან მეასე კეპი მოიხვეჭა ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც რიგით მერვე ქართველი ცენტურიონი გახდა. აქამდე მსგავსი დავით კაჭარავას (122), სანდრო თოდუას (122), მერაბ კვირიკაშვილს (115), მერაბ შარიქაძეს (104), შალვა მამუკაშვილს (103), გიორგი ჩხაიძესა (100) და ლაშა მალაღურაძეს (100) გაუხერხებიათ.
პირველი ტაიმი 7:3 მოვიგეთ. აი, შესვენების შემდეგ კი, თამაშის ხარიხსი გამოსწორდა და მეტოქის ჩათვლის მოედანში შვიდჯერ შევედით, რომელთაგან ექვსი გარდავსახეთ. ლელოები დადეს: აკაკი ტაბუცაძემ, გიორგი ჯავახიამ, თორნიკე ჯალაღონიამ (2), დემე თაფლაძემა (2) და თედო აბჟანდაძემ.
სწორედ აბჟანდაძემ და ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ბარტოლამიმ გააკეთეს კომენტარები.
მარკო ბარტოლამი
„ბედნიერი ვარ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა მოვიგეთ. პირველი ტაიმი ჩვენთვის ცოტა რთული გამოვიდა, დაძაბული ვიყავით, ვნერვიულობდით და თამაში არ გამოგვივიდა. მეორეში შედარებით დავმშვიდდით, სიტუაცია გამოვასწორეთ, ხარისხიც გავაუმჯობესეთ და საბოლოოდ მოვიგეთ. ბევრი რამ ვისწავლეთ, რასაც შემედეგ თამაშებში გავითვალისწინებთ და უკეთესები გავხდებით“.
თედო აბჟანდაძე
„პირველი ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთს მარტივ სიტუაციაში ვკარგავდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მეტოქის მხრიდან ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით. მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება გამოვასწორეთ და საბოლოოდ დამსახურებულად მოვიგეთ.
ახლა უკვე ვიცით, რომ ნიდერლანდების ნაკრებთან არ უნდა მოვეშვათ, პირველივე წუთებიდან მობილიზებული უნდა ვიყოთ, უპირატესობა მოვიპოვოთ და მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ“.
ნიდერლანდებთან მატჩს ჩვენი გუნდი 15 თებერველს სტუმრად ითამაშებს.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 24 წუთი agoსამხრეთ კორეამ მუნდიალზე ჩეხეთს აჯობა
გააზიარეთA ჯგუფის მეორე მატჩის პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და შესვენებამდე კარში მხოლოდ ერთი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 38 წუთი agoმექსიკამ მუნდიალი მშვიდი მოგებით გახსნა
გააზიარეთ16 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. 2010...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoირის ანტმანი მომავალში გამართლების იმედად არის
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი