გამოგვიწერეთ

რაგბი

მარკო ბორტოლამი: მომდევნო მატჩები უკეთესი იქნება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებსა და შავ ლომს დროებით იტალიელი მწვრთნელი მარკო ბორტოლამი წვრთნის, რომელიც ზაფხულიდან პიერ-ანრი ბრონკანის ასისტენტი გახდება, სტუმრად გადაცემა ტაიმ აუტში იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„შავმა ლომმა მონტობანთან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შევეცადეთ, სწრაფი რაგბი გვეთამაშა და ბიჭებმა ეს გააკეთეს. მეორე ტაიმში გარკვეული სირთულეები გამოჩნდა, მაგრამ ვაჩვენეთ ხასიათი და მოვახერხეთ უპირატესობის შენარჩუნება.

საბოლოო ჯამში, კარგი მატჩი იყო. თუმცა, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ და ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, მომდევნო მატჩში ძებრესთან უკეთესად ვითამაშებთ.

ძებრეს კარგად ვიცნობ, მაღალი დონის, ძლიერი კლუბია, მაგრამ როდესაც გუნდი მოედანზე გადის, უნდა აჩვენოს სულისკვეთება, ითამაშოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

ვფიქრობ, შერკინება  ქართული გუნდების ძლიერი მხარეა, რადგან საქართველოს ძიუდოსა და ჭიდაობაში დიდი ტრადიცია აქვს, ესენი კი რაგბის მონათესავე სპორტის სახეობებია.

ქართული რაგბი ახლა იმ გზას გადის, რაც იტალიამ დაახლოებით 15-20 წლის წინ გაიარა, სანამ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატს შეუერთდებოდა.

სწორ გზაზე ვდგავართ, ჩვენი მოთამაშეები, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ, უმაღლეს კონკურენციაში არიან. არ ექნება მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვიპოვოთ უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა და დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი“, – ამბობს ბორტოლამი.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად რაგბი