გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მარსელომ დრიბლიორებიდან კვარა გამოარჩია

გააზიარეთ

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელომ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

ბრაზილიელმა კვარა მაშინ ახსენა, როდესაც საუბარი დრიბლინგს შეეხო. აქვე ამონარიდები ინტერვიუდან.

„ფეხბურთის თამაში მოედანზე სიურპრიზები და ინტერპრეტაციებია. ფეხბურთი მეტია, ვიდრე ის, რასაც ხაზებს შორის ვხედავთ…

ტექნიკის დახვეწაში მინი-ფეხბურთი დამეხმარა. ბავშვებმა უნდა ითამაშონ მინი-ფეხბურთი, რათა ბურთის კონტროლი ისწავლონ. ხშირად მესმის მწვრთნელებისგან წუხილი, რომ ბავშვები ვერ ფლობენ ბურთს…

ყოფილი და თანამედროვე ვარსკვლავებ ყველანი ფლობენ ბურთს. ეს კი მინი-ფეხბურთიდან და ეზოდან მოდის. ჩემი სათამაშო სტილიც ქუჩური და ლაღი იყო…

ახლა ძალიან მომწონს რეალის აკადემიის ფეხბურთელი გაბრი. ის აუცილებლად მოხვდება მთავარ გუნდში, რადგან ბურთს ლამინ იამალივით აკონტროლებს. ასევე მომწონს ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენიდან…

ყოფილებიდან? რონალდინიო – ის შეუდარებელი იყო“, – თქვა მარსელომ.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები