გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მარცხი დერბიში და ცხრა ტური უგოლოდ

გააზიარეთ

სარაევომ, რომლის რიგებშიც გიორგი გულიაშვილი თამაშობს მიმდინარე სეზონი რიხით ვერ დაიწყო. ბოსნიის 10 გუნდიან ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ ოდენ ათი ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.

მერვე ტურში, სარაევო დერბიში სტუმრად ჟელეზნიჩარს დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. გიორგი გულიაშვილი სასტარტოში იყო, შეუცვლელადაც ითამაშა, თითქოს შეტევებსაც ამწვავებდა, აქტიურიც იყო, მაგრამ მოედანი კვლავ უგოლოდ დატოვა. ისევ უგოლოდო იმიტომ ვამბობთ, რომ უკვე ცხრა ტური მიილია და 24 წლის ქართველ ფორვარდს ჯერ მეტოქის კარი არ დაულაშქრავს.

მართალია, ბოსნიის ჩემპიონატში ჯერ ვერა, მაგრამ გულიაშვილმა ევროთასებზე თავის ერთხელ კი გამოიჩინა, როდესაც კონფერენს ლიგაზე რუმინულ კრაიოვას გაუტანა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები