გამოგვიწერეთ

წყალბურთი

მარცხი მონტენეგროსთან და მოლოდინი ხორვატიასთან

გააზიარეთ

ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში მონტენეგროსთან 16:18 დამარცხდა.

მსოფლიო თასზე თამაში ამ გუნდებმა მეორე დივიზიონიდან მოიპოვეს, სადაც ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. მაშინ ჩვენებმა 17:19 დათმეს. რევანში არ შედგა, სხვაობა კი, ახლაც იდენტური გამოდგა.

საწყისი სამი მეოთხედი მონტენეგროელებმა თითო ბურთით მოიგეს და რევაზ ჩომახიძის შეგირდები მეოთხე მეოთხედს სამბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. ბოლო მონაკვეთი უკეთ ვითამაშეთ და ერთი ბურთით მოვიგეთ, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ გამოდგა.

ახლა ჩვენები მსოფლიო თასზე მეშვიდე ადგილისთვის ითამაშებებ, მეტოქედ კი ხორვატია ეყოლება, რომელმაც თავის მხრივ ესპანეთთან 14:18 წააგო. მატჩი 25 ივლისს არის ჩანიშნული.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად წყალბურთი