გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მერკვილაძეს მწვრთნელი შეუცვალეს და დრო შეუმცირეს

გააზიარეთ

ალექსანდრე მერკვილაძე საქართველოს ნაკრების კანდიდატად განიხილება, ამიტომ მისი არისში გადასვლა ჩვენთვის სასიამოვნო და საინტერესო ფაქტი იყო. ახლა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ გამოიჩენს თავს ევროპულ კალათბურთში ამერიკის კოლეჯებგამოვლილი 23 წლის ქართველი.

მერკვილაძემ ევროთასზე მეორე მატჩი ითამაშა, რომელიც არისი იერუსალიმის ჰაპოელთან 76:103 დამარცხდა.

არადა, ბერძნული კლუბი პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ ორი ქულით აგებდა, მაგრამ…

მერკვილაძემ მოედანზე 13:05 წუთი გაატარა და ორ ქულასთან ერთად თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მიითვალა. ალექსმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, თითო ორქულიანი და სამქულიანი კი ააცილა. სამაგიეროდ, დაკარგვა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, მერკვილაძემ არისთან ორთვიანი კონკტრაქტი გააფორმა გაგრძელების შესაძლებლობით. სწორედ ამ ორ თვეში უნდა გამოიჩინოს თავი ჩვენებურმა. თუმცა, არის ერთი გარემოება – ქართველთა კონტრაქტი სხვა მწვრთნელმა გააფორმა და პირველ მატჩში ესპანურ მანრესასსთან მოედანზე მეტი დროც მისცა – 21 წუთი. ახლა ახალი მწვრთნელია – იგორ მილიჩიჩი, ვისთანაც ურთიერთოება და ნდობა მნიშვნელოვანი იქნება.

არისს ევროთასის A ჯგუფში ხუთიდან ორი მატჩი აქვს მოგებული და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 ნოემბერს, პოლონეთის სლასკს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი