
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ სამი ფლეი ოფის მონაწილე გაირკვა. ერთი J ჯგუფიდან გავიდა, ორიც I ჯგუფიდან.
J ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა არგენტინის ნაკრებმა. ლეო მესიმ და კომპანიამ ამჯერად ავსტრია დაამარცხა – 2:0.
მატჩი არგენტინელთათვის არცთუ კარგად დაიწყო – ლაუტარო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ კარს ააცილა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის, გერმანელი მიროსლავ კლოზეს (16 გოლი) გადასწრება დროებით გადადო. ეს დრო არასრული ნახევარი საათი გამოდგა – მესიმ 38-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპესირებულ მე-5 წუთზე მეორე გოლიც გაიტანა და მუნდიალებზე უკვე 18 მოუგროვდა.
არგენტინას ერთი მატჩი ჯგუფში დარჩა და მერე ფლეი ოფია, სადაც უკვე გავიდა…
ჯგუფის მეორე მატჩში ალჟირმა იორდანიას 2:1 აჯობა. არადა, აქ იორდანიამ დაწინაურდა –ალ რაშდანიმ ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში ალჟირმა მატჩი შემოატრიალა: 69-ე წუთზე ბენბუალიმ გაათანაბრა, ხოლო 82-ე წუთზე ამინ გურიმ აფრიკელებს მოაგებინა.
ბოლო ტურის წინ გარკვეულია, რომ ექვსი ქულით ჯგუფის გამარჯვებული არგენტინის ნაკრებია; 3-3 ქულა აქვთ ალჟირსა და ავსტრიას – ისინი მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. იორდანიის ეროვნული გუნდი ქულის გარეშე ბოლო ადგილზეა.
I ჯგუფში საფრანგეთისა და ერაყის მატჩი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ამერიკული პროტოკოლით თამაში უამინდობის გამო გაიწელა და თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა, საბოლოოდ კი, ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 3:0.
პირველ ტაიმში კი ანგარიში კილიან მბაპემ შორეული დარტყმით გახსნა, ფრანგების კაპიტანმა მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა, მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-16 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გერმანელ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა, ყევლა დროის საუკეთესო ბომბარდირს, მესის კი ორი ბურთით ჩამორჩება.
მესამე გოლი ფრანგებიდან უსმან დემბელეს ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საფრანგეთის ნაკრებს ფლეი ოფის საგზურიც გაუნაღდა.
ჯგუფში ფავორიტის სტატუსი ნორვეგიელებმაც გაამართლეს. სკანდინავიელებმა სენეგალს 3:2 აჯობეს და ფლეი ოფის საგზური მათაც გაინაღდეს.
ნორვეგიამ პირველი გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. თავი პედერსენმა გამოიჩინა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში შევიდა. შემდეგ იყო ერლინგ ჰალანდის დუბლი.
ორი გოლი სენეგალელმა ისმაილა სარმა გაიტანა, მაგრამ უკვე ყველაფერი დაგვიანებული იყო…
სენეგალი მესამე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში ერაყთან ითამაშებს, ხოლო საფრანგეთი და ნორვეგია პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 17 საათის agoშობოსლაიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გააზიარეთდომინიკ შობოსლაიმ ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. უნგრელი ფეხბურთელი მერსესაიდულ კლუბში 2031 წლამდე დარჩება. შობოსლაი...
ავტორი Giorgig -
ნაკრები
/ 21 საათის agoუმცროს ბორჯღალოსნებში ექვსი ცვლილებაა
გააზიარეთ18 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ითამაშებენ. ვიტო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 21 საათის agoმსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
გააზიარეთმსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი