გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

მეტელკინა-ბერულავას დუეტმა გრან-პრი მოიგო

გააზიარეთ

ჩინეთში დასრულდა გრან პრის ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც სპორტულ წყვილებში ყველას ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა აჯობა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 139,47 ქულა დაიმსახურეს და გალიდერდნენ, რაც შეინარჩუნეს და ორი პროგრამის ჯამში 217,24 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე ადგილზე იტალიელები სარა სკოტი და ნიკოლო მაჯი (209,88) გავიდნენ; მესამეზე ჩინელები – ვენჟინგ სუი და ცომგ ჰანი (202,92).

მედლის შანსი ჰქონდდა ქალთა ერთეულების თანრიგში ანასტასია გუბანოვას, ვინაც თავისუფალ პროგრამაში (131,6) მესამე შედეგი აჩვენა. თუმცა, როგორც შემდგემ გაირკვა, ეს მედლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ორი პროგრამის ჯამში 197,88 ქულით მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ქალთა შორის 1-2 ადგილები ამერიკელებმა დაიკავეს: ამბერ გლენმა 214,78 ქულა მიიღო, ხოლო ალისა ლიუმ – 212,07; მესამეზე იაპონელი რინკა ვატანაბე გავიდა – 198,78.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები