გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

მეტელკინა-ბერულავა მსოფლიოს ოქროსთვის იბრძვიან

გააზიარეთ

პრაღაში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტული ცეკვების დრო დადგა. დისციპლინის, სადაც მედლის ყველაზე მეტად გვეიმედება.

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ოლიმპიურ თამაშებზე კი, მედლამდე ერთი საფეხური დააკლდათ. ჩვენი წყვილი მსოფლიოზეც ფავორიტთა შორის მოიაზრებიან. ჩვენებმა ეს სტატუსი გაამრთლეს და მსაჯებისგან 79.45 ქულა დაიმსახურეს, რაც მათი კარიერის საუკეთესო შედეგია.

თუმცა, კარიერის საუკეთესო შედეგი საკმარისი არ გამოდგა მოკლე პროგრამის მოსაგებად. გერმანელებმა – მინერვა ფაბიენ ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმაც შესანიშნავად ისრიალეს და ჩვენს წყვილს მხოლოდ 0.33 ქულით აჯობეს. თავისუფალი პროგრამის წინ კი, ეს დიდი სხვაობა არ არის და ყველაფერი 26 მარტს გაირკვევა, როდესაც სპორტსმენები კიდევ ერთხელ გავლენ პრაღის ყინულზე.

დღესვე პრაღის ყინულზე ისრიალა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ფინალში მეექვსე ადგილით გადავიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები