გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

მექსიკამ მუნდიალი მშვიდი მოგებით გახსნა

გააზიარეთ

16 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. 2010 წელს მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში გაიმართა და იოჰანესბურგში ამ გუნდების ჯახი 1:1 მორჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გახსნის მატჩის გუნდები გამეორდა.

ლეგენდარულმა აცტეკამ კი, მსოფლიოს ჩემპიონატის მე-20 მატჩს უმასპინძლა, რაც სტადიონებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

ამჯერად მექსიკამ 2:0 მოიგო. მარტივად, მშვიდად… პირველი ტაიმში ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე წვალობდა… ხავიერ აგირეს გუნდმა სწრაფ ტემპში დაიწყო, სწრაფი გოლი სურდა და გამოუვიდა კიდეც ხულიან ქინიონესმა ანგარიში მეცრე წუთზე გახსნა. გოლისას იაია სიტჰოული შეცდა…

ტაიმის დარჩენილ დროში ბურთს მექსიკა აკონტროლებდა, რამდენიმე მომენტიც ექმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმში სიტჰოული მოედნიდან გააძევეს, რადგან მეკარესთან პირისპირ გამსვლელი გუტიერესი წააქცია. მექსიკამ რიცხობრივი უპირატესობაც გამოიყენა და რაულ ხიმენესმა თავით მეორე შეაგდო.

84-ე წუთზე სამხრეთ აფრიკა მოედანზე ცხრა კაცით დარჩა – ამჯერად შეცვლაზე შესული თემბა ზვანე VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააგდეს. ისიც ვთქვათ, რომ ბოლოს ფეხბურთელი მექსიკელებსაც გაუძევეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ 2:0 მექსიკის სასარგებლოდ, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქინიონესი დაასახელეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები