
XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლები გახსნის ცერემონიაზე დიდი დღესასწაულის მოწყობას გეგმავენ. ცერემონიის მიზანი იქნება ჰარმონიაში მოიყვანოს და გააერთიანოს ქალაქი და მთა, ტრადიციები და მომავალი, ხელოვნება და სპორტი.
2026 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ისტორიაში პირველად, დელეგაციათა აღლუმი ერთდროულად ოთხ სივრცეში გაიმართება: მილანის სან სიროს სტადიონზე და ალპურ სივრცეებში – კორტინა, პრედაცო და ლივინიო.
აღლუმი საშუალებას მისცემს სპორტის ყველა სახეობის თუ დისციპლინის წარმომადგენელს, მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა, მონაწილეობა მიიღონ ერთსა და იმავე ღონისძიებაში.
თამაშები, რომელიც 6-დან 22 თებერვლამდე გაგრძელდება, გაიშლება ლომბარდიასა და ვენეტოში, ასევე სამხრეთ ტიროლისა და ტრენტინოს ავტონომიურ პროვინციებში.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ ქვეყანას ეყოლება ორი მედროშე, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ადგილას გამოჩნდნენ, ხოლო მასპინძელი იტალია ოთხი მედროშით (ორი კაცი, ორი ქალი) წარდგება.
ოლიმპიური ცეცხლი, ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, ასევე ორ ადგილზე აგიზგიზდება: მილანის გულში „მშვიდობის თაღთან” და კორტინას პიაცა დიბონას მოედანზე.
ასევე ცნობილია, რომ გახსნის ცერემონიაზე პატივს მიაგებენ ჯორჯო არმანის, იტალიური ესთეტიკური იდენტობის საკვანძო ფიგურას და ეროვნული ოლიმპიური გუნდის მრავალწლიან პარტნიორს, რომელიც 4 სექტემბერს, 91 წლისა გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ არმანი ათწლეულების განმავლობაში მოსავდა იტალიის ოლიმპიურ ნაკრებს.
გახსნის ცერემონიაზე ვიზუალურად და ემოციურად იქნება წარმოდგენილი ამბავი, რომელიც მოიცავს „ხელოვნებასა და ინოვაციას, ბუნებასა და ქალაქს, ტრადიციასა და მომავალს”. ასევე გააცოცხლებენ ისეთ ფიგურებს, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი და სხვა დიდი იტალიელი ხელოვანები და გამომგონებლები. წარმოდგენილი იქნება იტალიისთვის დამახასიათებელი დიზაინი, გასტრონომია, მუსიკა და ელეგანტურობა.
საორგანიზაციო კომიტეტი მიზნად ისახავს მშვიდობის, ერთიანობისა და საერთო სილამაზის უნივერსალური გზავნილის გადმოცემას.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, სან სიროს სტადიონზე, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე იმღერებს ხუთი გრემის მფლობელი, ამერიკელი მომღერალი მერაია ქერი, რომელსაც 2024 წელს, პარიზის ოლიმპიურ თამაშების გახსნაზე ნამღერი სელინ დიონისა და ლედი გაგას ტრადიციების გაგრძელებად მიიჩნევენ.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 22 საათის agoთორნიკე შენგელია კატალონიიდან დუბაიში წავიდა
გააზიარეთსაქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდ დუბაიში გააგრძელებს. ქართველი...
ავტორი Giorgig -
ტრანსფერები
/ 23 საათის agoფორლანი ურუგვაის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა
გააზიარეთლეგენდარული თავდამსხმელი დიეგო ფორლანი ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მან ამ პოსტზე არგენტინელი...
ავტორი Giorgig -
ნაკრები
/ 1 დღის ago18 წლამდე ნაკრები ინგლისისთვის დაირაზმა
გააზიარეთ7 აგვისტოს, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს გამართავს. გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი