გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძემ კობიაშვილსა და იაშვილს გადაასწრო

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის გადადებულ მატჩში ლევანტეს გაუტანა და საკუთარ გუნდს 1:0 მოაგებინა.

ვილიარეალს ამ მოგების შემდეგ 48 ქულა გაუხდა მესამე ადგილზე გამაგრდა. ახლა „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მხოლოდ რეალსა და ბარსას ჩამორჩება.

რაც შეეხება თავად მიქაუტაძეს, TOP 5 ლიგაში გოლების რაოდენობა 33 გაუხდა და ორ ყოფილ ფეხბურთელს გადაასწრო – ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

ამ მხრივ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ანგარიშზეც 36 გოლია. კობიაშვილისა და იაშვილის 32-32 გოლი აქვთ.

სულ TOP 5 ლიგაში გოლი 22 ქართველს გაუტანია:

ხვიჩა კვარაცხელია (36 გოლი); გიორგი მიქაუტაძე (33); ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი (32-32); კახა კალაძე (13); გია გურული (12); ლევან მჭედლიძე (11); ზურიკო დავითაშვილი (9); თემურ ქეცბაია (8); გიორგი ქინქლაძე, ლევან ცქიტიშვილი, არჩილ არველაძე (7-7); ოთარ დონდუა (4); ბუდუ ზივზივაძე (3); რევაზ არველაძე, კახი ცხადაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი აბუაშვილი, გიორგი წიტაიშვილი (1-1).

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები