გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის გოლი, ბრინჯაო და ოქროს ბუცი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ სეზონი გოლით, ბრინჯაოს მედლითა და ოქროს ბუცით დახურა.

ჩვენებურის ვილიარეალი ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის ატლეტიკოს მასპინძლობდა. მესამე ადგილის ბედი წყდებოდა და ეს უკეთ ჩვენებურის გუნდს გამოუვიდა – ვილიარეალმა 5:1 მოიგო.

ანგარიში პარეხომ გახსნა – 11 მეტრიდან შეაგდო; მერე პერსმა თავადაც გაიტანა და მიქაუტაძესაც გაატანინა. ქართველ შემტევს მოხდენილი გოლი გამოუვიდა; პუბილმა ერთი კი გაქვითა, მაგრამ გიემ იქვე ლაპამაზი გოლით უპასუხა.

ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა. მერე პერესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ცუდი ის არის, რომ გიორგიმ მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და ტრავმის სიმძიმე უცნობია.

მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე კლუბში ბომბარდირობისთვის „ოქროს ბუცი“ მიიღო.

ჟორჟრმა ლა ლიგაში არასრული სეზონი ჩაატარა, რადგან ჩემპიონატი ლიონში (1 გოლი) დაიწყო და ვილიარეალში გააგრძელა. ქართველმა 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო ექვსჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. 13 გოლი ლა ლიგაში მე-11 შედეგი აღმოჩნდა; ასევე მე-11 ადგილზე გავიდა ექვსი გაკეთებული საგოლე პასით; ხოლო ჯამში, სოსიედადელ ოიარსაბალთან ერთად, მეხუთე მაჩვენებელი.

ესპანეთსა და საფრანგეთს თუ შევკრიბავთ, ვნახავთ რომ, მიქაუტაძემ TOP-ლიგებში ქართველთა მიერ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა ერთით გაამჯობესა.

ვილიარეალმა კი, არსებობის ისტორიაში მესამედ აიღო მედალი, მანამდე ორჯერ მეორე ადგილზეც გასულან.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები