გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის ზედიზედ მეორე გოლი ახალ წელს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი მიქაუტაძე გოლების გატანას აგრძელებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ვილიარეალი შინ ალავეს დაუხვდა და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 3:1 დაამარცხა.

მოლეიროსა და მორენოს გოლების შემდეგ ჟორჟის დროც დადგა – ჩვენებური მოლეიროს პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო.

მიქაუტაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო – ისევ პირისპირ და ამჯერად მეკარემ აჯობა.

19 ტურის შემდეგ ვილიარეალი 41 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ესპანეურ გრანდებს – ბარსელონასა (49) და რეალს (45) ჩამორჩება. ამასთან, მათზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება თავად ქართველს, უკვე ხუთი გოლი და სამი საგოლე პასი მოუგროვდა. შემდეგი თავის გამოჩენა ჩვენებურს 17 იანვარს, ბეტისთან შეეძლება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები