გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის პენალტი და გოლი ვილიარეალმა ვერ შეირგო

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძემ წლევანდელი სეზონის გოლების ანგარიში ლა ლიგის მეორე ტურში გახსნა. ჩვენებურის ვილიარეალი ატლეტიკოს ესტუმრა და 2:2 ეთამაშა.

არადა, საათი ისე გაილია გოლი არ გასულა. შემდეგ მარკ პუბილმა ატლეტიკო დააწინაურა. მერე ვილიარეალის დრო დადგა და მოგებაც შეეძლო: ჯერ ჟერარ მორენომ გაიტანა პენალტი; 76-ე წუთზე კი, მიქაუტაძემ პენალტი თავად მოიპოვა, თან რობინ ლე ნორმანს წითელი ბარათიც „აკიდა“. ჟორჟმა 11 მეტრიდან ოსტატურად შეაგდო და ვილიარეალი დააწინაურა. თუმცა, მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 85-ე წუთზე ჯულიანო სიმეონემ გაათანაბრა – 2:2.

მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ჟორჟს მიმდინარე სეზონში გოლი და საგოლე პასი აქვს გაკეთებული, ხოლო ვილიარეალს ორ ტურში ორი ქულა აქვს, მომდევნო ტურში ალავესს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები