
8 იანვარს, გამთენიისას, შავი ლომი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც 10 იანვარს, ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის მონტობანს დაუპირისპირდება.
გუნდს ტრავმების გამო საფრანგეთში ოთხი მორაგბე ვერ გაყვება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ამირან შვანგირაძე.
მათ ნაცვლად შავ ლომს ლელოელი კვაჭი თენგიზ ზამთარაძე დაუბრუნდა, ვისაც შავი ლომის კვართით 22-ჯერ უთამაშია; პოტენციური დებიუტანტები არიან ბურჯი იონა ფირცხალავა და ფრთა რომა მახათაძე (ორივე ბათუმი) და მგეზავი გელა ხელაძე (გორი).
მომავალი თამაშისთვის მზადების შესახებ გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი გვესაუბრება:
„მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. 2026 წინსვლისა და გამარჯვებების წელი ყოფილიყოს…
რაც შეეხება მზადებას, ახალ წლებზე მხოლოდ სამი დღე დავისვენეთ და 3 იანვრიდან ინტენსიური მზადება გავაგრძელეთ. კონახტთან ნაჩვენები შედეგის შემდეგ, ყველა განსაკუთრებულად მოტივირებულები ვართ. ეს არ იყო ის შედეგი, რასაც ველოდით და მონტობანთან ვეცდებით, რომ ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ…
ვნახეთ მეტოქის თამაშები და დავაფიქსირეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. მონტობანი მძიმე გუნდია და ძირითად აქცენტს შერკინებაზე აკეთებს. დაახლოებით იმ დონის გუნდია, როგორიც შარშან ვანი იყო. კონახტთან მატჩის შემდეგ, ჩვენი მიზანია საკუთარ თავებს და გულშემატკივრებს დავუმტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში და გამარჯვებები შეგვიძლია. ამისათვის თავს არ დავზოგავთ, თუმცა საფრანგეთში ჩავდივართ და ამის გაკეთება იოლი არ იქნება…
შემადგენლობაში გვაქვს სიახლეები. სასიამოვნოა, რომ შავ ლომში დაგვიბრუნდა თენგიზ ზამთარაძე და მას გუნდთან ადაპტაცია არ გაჭირვებია. იგივეს თქმა შემიძლია გიგა კობახიძეზე, იონა ფირცხალავაზე, გელა ხელაძეზე და რომა მახათაძეზე. ისინი უკვე ორი კვირაა ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ. ყველანი ძლიერი და კარგი ბიჭები არიან და ვფიქრობ, გუნდს თავიანთ კვალს დაატყობენ“, – ამბობს კაპიტანი.
მონტობანთან თამაშისთვის გუნდს იტალიელი სპეციალისტი მარკო ბორტოლამი ამზადებს, რომელსაც ივნისში პიერ-ანრი ბრონკანი შეცვლის.
შავი ლომის სრული შემადგენლობა კი ასეთია:
შერკინება: ვასილ კაკოვინი, იონა ფირცხალავა, ბადრი ციხისთავი, გიგა კობახიძე, კახაბერ დარბაიძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გურამ ღანიაშვილი, გიორგი კერვალიშვილი, ლაშა ციხისთავი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი ცუცქირიძე;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი, გელა ხელაძე, რომა მახათაძე.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 22 საათის agoსენსაცია კასპში და ბათუმელთა იოლი გამარჯვება
გააზიარეთსაქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი სენსაციური შედეგით დაიწყო. A ლიგის კასპის გრიფინმა სუპერლიგელი კსუ 101:98...
ავტორი admin_etablo -
ხელბურთი
/ 1 დღის agoბრძოლა და მარცხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან
გააზიარეთევროპის ჩემპიონატი სასტარტო მატჩი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ხორვატიის ნაკრებს ეთამაშა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ზამთრის სახეობები
/ 2 დღის agoნიკა ეგაძის ევროპული და ისტორიული ოქრო
გააზიარეთნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. შეფილდში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი