გამოგვიწერეთ

წყალბურთი

მოგება ნიდერლანდებთან – საქართველო ევროპისთვის ემზადება

გააზიარეთ

10-26 იანვარს, ბელგრადი წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სერბეთის დედაქალაქში იქნება საქართველოს ნაკრებიც.

საქართველოს საწყლოსნო სახეობების სოციალური მედიის ინფორმაციით, ჩვენი გუნდი ევროპირველობის მზადების ფარგლებში ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში იმყოფება, სადაც იქაურ ნაკრებს გაეჯიბრა და 10:8 დაამარცხა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად სლოვენია, ხორვატია და საბერძნეთი ეყოლება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასეთია:

11 იანვარი: საბერძნეთი-საქართველო (20:30);

13 იანვარი: საქართველო-ხორვატია (15:45);

15 იანვარი: სლოვენია-საქართველო (21:00).

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად წყალბურთი