გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მოსალოდნელი ტრანსფერი – გოგლიჩიძე უოტფორდში

გააზიარეთ

ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ნიკოლა სკირას ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე უდინეზეს დატოვებს.

სკირას ცნობით, გოგლიჩიძე უდინეზეს მთავარი მწვრთნელის, კოსტა რუნიაიჩის გეგმებში ვერ ჯდება და, დიდი შანსია გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

თუმცა, არანაკლებ საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება – გოგლიჩიძე, შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდეს და უოტფორდში ითამაშოს. ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალური ჩანს.

საქმე ის არის, რომ უდინეზესა და უოტფორდის ერთი მფლობელი ჰყავს და პოცოების ოჯახი ორივე კლუბს აკონტროლებს. აქამდეც რამდენჯერმე მომხდარა, რომ ამ კლუბებს ერთმანეთში უთანამშრომლიათ.

მედია არ გამორიცხავს, რომ გოგლიჩიძე უოტფორდში იჯარის წესით იანვრის ბოლომდე გადავიდეს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები