გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

მსოფლიო თასის ფინალში ხუთი ქართველია

გააზიარეთ

ტაშკენტში მიმდინარე სპორტულ ტანმოვარჯიშეთა მსოფლიოს თასზე ფინალში მონაწილეობის უფლება კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა.

ტურნირის მეორე დღეს მედლებისთვის ბრძოლა კიდევ ხუთ დისციპლინაში გაგრძელდა და მხოლოდ საბა აბესაძემ მოახერხა საუკეთესო რვა სპორტსმენში მოხვედრა. საბა ორძელზე ასპარეზობდა და ფინალში მეხუთე ადგილით შევიდა.

შეგახსენებთ, რომ მედლის მოპოვების შანსი კაცთა შორის ლევან სხილაძეს (ტაიჭი, მესამე შედეგი) და ბიძინა სიჭინავას (რგოლები, მერვე), ხოლო ქალთა შორის ევა დორიენ მოტტენსა (ორძელი, მესამე) და ანი გობაძეს (ხტომა, მეექვსე) აქვთ.

ჩვენი კაცთა ნაკრების მწვრთნელები ლუკა მესხი და თამაზ გოგინაშვილი არიან, ხოლო ქალთა ნაკრების – თეიმურაზ ქოიავა და ტომას გიელენი.

მსოფლიო თასზე არიან ქართველი მსაჯებიც: ქეთი ბოლქვაძე, პაატა ნოზაძე და ილია გიორგაძე, ხოლო დელეგაციის ხელმძღვანელია – ბესარიონ გამსახურდია.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტანვარჯიში