გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

მსოფლიოს ჩემპიონი კითხვის ნიშნების გარეშე

გააზიარეთ

ნიუ ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმზე“ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსახური ფინალი ვნახეთ. ეს უფრო არგენტინელთა „დამსახურებაა“ – ლიონელ სკალონის შეგირდებმა სატიტულო მატჩი სრულად ჩააგდეს. ესპანელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ არგენტინელთა კართა რეალური სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. და მაინც, ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა დამატებით დროში იმარჯვეს – 1:0. მოიგეს ღირსეულად, კითხვის ნიშნების გარეშე.

მთელი თამაშის მიმდინარეობის მანძილზე არგენტინის ნაკრებს ორი იმედი ჰქონდა – ან ჯადოქარ ლეო მესის უნდა მოეფიქრებია რამე, ანაც საქმე პენალტებამდე მისულიყო. სამხრეთ ამერიკელთა მდგომარეობა ძირითადი დროის ბოლო წუტებზე დამძიმდა – ენცო ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაში ნაადრევად დატოვა.

დამატებით დროში ფეხბურთის ჯადოქარმაც ვერაფერი მოიფიქრა, არგენტინამ კი ვერ გაძლო და ფერან ტორესმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

არგენტინამ ბოლო სამ წუთში მოინდომა თამაშის გადარჩენა, მაგრამ რაც ეგვიპტესთან გამოუვიდა, ესპანეთთან ეს შეუძლებელი გახდა…

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა და საფრანგეთს გაუთანაბრდა. თუმცა, 2008 წლიდან მოყოლებული, ევროპულ ფეხბურთში დომინანტები არიან – ორი მსოფლიოსა და სამი ევროპის ჩემპიონობა…

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები