
ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ვწერდი, რომ 2025 წელი ახალი ფორმაციის დაცვითა და ახალი მწვრთნელით უნდა დაგვეწყო. უკვე დრო იყო ნაკრებში ახალი სისხლი მისულიყო. განა იმიტომ, რომ ვეტერან ფეხბურთელებს ან ვილი სანიოლის ნამუშევარს ვუკარგავ. არა, უბრალოდ, უნდა წასულიყვნენ… ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც უნდა წასულიყვნენ, ლამაზად…
ამის დანახვა საქმეში ჩაუხედავ კაცსაც კი მარტივად შეეძლო… ერთი წლის წინ, სექტემბერში, საქართველომ ჩეხეთსა და ალბანეთს რომ მოუგო, მერე გუნდი აირია… აირია სანიოლიც – ფრანგი სპეციალისტი ძალიან დაეჩვია ყოვლად გაუგებარ ტაქტიკურ ცვლილებებს. სწორედ ამის გამო იყო, სანიოლის წასვლაზე რომ ვსაუბრობდით. მიუხედავად იმისა, რომ დიდ სპეციალისტად და ტაქტიკოსად არ მიმაჩნია და ჩვენი ნაკრებისთვის უკეთესი სპეციალისტი მირჩევნია, აშკარად ჩანდა, რომ ვილიმ საქართველოს ნაკრებში საკუთარი თავი „ამოწურა“.
შარშან ოქტომბერში უკრაინასთან და ალბანეთთან წაგებების შემდეგ სანიოლიმ განაცხადა, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლია, ამიტომ მეორე და მესამე გეგმა ყოველთვის უნდა გვქონდესო…
არადა, აშკარად ჩანს, რომ ვილის გეგმა ბ-ც კი არ გააჩნია. ამასაც ვწერდი: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში მწვრთნელი ვერაფერს შეცვლის – წლის ბოლოს მისთვის ნაკრები უნდა დაიხუროს და უფრო კვალიფიციური სპეციალისტი გვჭირდება მეთქი. ესეც სწორი გამოდგა და ნაკრებს უფრო რეგრესი ეტყობა, ვიდრე – პროგრესი.
უფრო ცუდი ის არის, რომ თავად სანიოლი ამ პრობლემებზე არ საუბრობს. მაგალითად, ესპანეთთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე მეტოქეზე მეტი ისაუბრა, ვიდრე საქართველოს ნაკრებზე. ჩვენც ვიცით ესპანეთი ძლიერი გუნდი რომ არის და მათთან თამაში რთულია. განა არ ვიცით, ან იმას კი არ ვითხოვთ, რომ ესპანეთის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. არა, ჩვენ გვინდა გუნდმა ფეხბურთი ითამაშოს. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. თქვენ კი გამოდიხართ მუსიე ვილი და გვეუბნებით ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდიაო.
თურქეთთან მარცხის შემდეგ კი ისიც განაცხადა, რომ ბოლო 10 თვეში ყველაფერი დაგვავიწყდაო. საქმე რაშია იცით ბატონო ვილი? ნასწავლი არ იკარგება. ფეხბურთელებს რაც არ უსწავლიათ, იმას ვერ დაივიწყებდნენ. საბრძოლო სულისკვეთება გაქრა გუნდშიო რომ ამბობთ, სად გაქრა ის სულისკვეთება და ვინ მოსპო? დავიჯეროთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალია ახალგაზრდა ბიჭების მოტივაციის ჭერი და მსოფლიოზე გასვლა არ უნდათ?
არა, ბატონო ვილი, საქმე ცოტა სხვანაირად არის. თქვენ ის გვითხარით რა არის ნაკრების ასეთი ცუდი თამაშის კონკრეტული მიზეზები. რა გვიშლის ხელს, რატომ მივდივართ რეგრესისკენ… სად გვიჭირს, რომელ რგოლში, რა უნდა გავაძლიეროთ, რა უნდა ვქნათ საქმე რომ გამოსწორდეს, ვინ უნდა იმუშავოს მაგ პრობლემებზე, როგორ უნდა იმუშავოს, საით წავიდეთ, რა გეზი და გზა ავირჩიოთ…
არც ამას გვეუნებით, არც საქმეს აკეთებთ, არ გამოვა მასე…
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoესპანეთი საქართველოში ჩამოსასვლელად მზად არის
გააზიარეთ15 ნოემბერს საქართველოს ესპანეთის ნაკრები ეწვევა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე ტურს ითამაშებენ....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoსაქართველო ამერიკისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 8 ნოემბერს აშშ-სთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 7 საათის ago19 წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდს იწყებს
გააზიარეთსაქართველოს 19 წლამდე ნაკრები, 12-18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ხორვატიას, სერბეთსა და გიბრალტარს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი