გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ნაცნობი მეტოქეები მონდიალის გზაზე

გააზიარეთ

ცხადია, სპორტის და განსაკუთრებით კალათბურთის ქომაგთა ყურადღება მოახლოებული ევრობასკეტისკენ არის მიმართული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ წილისყრის შედეგები, რომლის გზაც 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე მიდის.

მომავალი საკალათბურთო მონდიალი გერმანიაში გაიმართება, მანამდე კი ევროპული გუნდების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ყველა ნაკრების ვინაობა გაირკვა.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში ესპანეთის, დანიის და უკრაინის გუნდები იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპი წლეულს ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის თებერვალ-მარტსა და ივლისში გაგრძელდება.

პირველი რაუნდი შინ-გარეთ სისტემით ჩატარდება და ჯგუფის სამი საუკეთესო მეორე ეტაპზე გადავა, საბოლოო ჯამში კი გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მეორე ეტაპის ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აქვე ისიც დავძინოთ, რომ A ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები B ჯგუფის სამ მოწინავეს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი