საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გამართულ გრან პრის პირველ ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში ნიკა ეგაძემ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
ეგაძემ მოკლე პროგრამაში 95.67 ქულა მიიღო, კარიერის რეკორდი დაამყარა და პირველი საშეჯიბრო დღის თავზე მეორე ადგილზე იმყოფებოდა. თავისუფალ პროგრამაში კი, ნიკამ 163.74 ქულა მიიღო, რაც მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. ჯამში, ეგაძეს 259.41 ქულა მოუგროვდა, ეს კი საკმარისი მესამე ადგილისთვის გამოდგა.
გრან პრის ეტაპის გამარჯვებული ამერიკელი ილია მალინინი (321.00) გახდა, მეორე ადგილი კი ფრანგი ადამ სიაო ჰიმ ფას (280.95) ერთო.
გრან პრის მეორე ეტაპი 24-26 ოქტომბერს ჩინეთში გაიმართება, მაგრამ ჩვენებურის გარეშე. ეგაძე მესამე ეტაპზე, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე კანადაში იასპარეზებს.