გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატს თავში მოექცა

გააზიარეთ

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე შანსი აქვს ოქროს მედალი მოიპოვოს. ლუკა ბერულავამა და ანასტასია მეტელკინას დუეტის შემდეგ მოკლე პროგრამა კაცთა შორის ნიკა ეგაძემაც მოიგო.

დღეს ქართველმა მოციგურავე ყინულზე ბოლო გავიდა და ყველა მეტოქის შედეგი იცოდა. მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, ნიკამ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებისგან 91,28 ქულა დაიმსახურა.

მეორე ადგილზე ესტონელი ალეკსანდრ სელევკოა – 88.71; მესამე ადგილზე კი, მისი ძმა მიხაილ სელევკო – 88.28.

თავისუფალი პროგრამა 17 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, დღეს, სპორტულ ცეკვებში, წყვილთა შორის თავისუფალ პროგრამას ბერულავა/მეტელკინას დუეტი შეასრულებს და ოქროს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები