გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ნიკა ეგაძის ევროპული და ისტორიული ოქრო

გააზიარეთ

ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. შეფილდში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავსი წარმატება საქართველოს აქამდე არ ჰქონია და ნამდვილად ისტორიულია.

კაცთა ინდივიადუალურ შეჯიბრში ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა. ნიკამ მეორე დისციპლინაშიც შესანიშნავად ისრიალა, მსაჯებისგან ყველაზე მაღალი – 181.72 ქულა დაიმსახურა და ჯამში 273.00 ქულით პირველი ადგილი არავის დაუთმო. ჩვენებურმა მეორე ადგილზე გასულ იტალიელ მატეო რიცოს (256.37) დიდი უპირატესობით გაუსწრო.

ეს საქართველოს დელეგაციის მეორე ოქროს მედალია. ეს შედეგი კი, ჯერ კიდევ მიმდინარე ევროპირველობაზე საუკეთესო მაჩვენებელია.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები