გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სუპერბედნიერია

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე რეიტინგის მეექვსე ნომერი, ამერიკელი ბენ შელტონი 6:4; 6:7; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩი ორ საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ორი ჩაწოდება წაართვა, რის შემდეგ სეტის წაღება აღარ გასჭირვებია; მეორეში ჩოგბურთელები ტაი ბრეიკამდე უშეცდომოდ მივიდნენ, იქ კი, ამერიკელმა იმარჯვა; მესამე სეტის დასაწყისშივე ნიკამ ბრეიკი აიღო და თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფი ჩოგბურთელი კარიერაში მეცხრედ დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი:

„დასაწყისში ზედმეტად დაძაბული ვიყავი. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი თამაშების მოგება… მით უმეტეს, როდესაც მეტოქე რეიტინგის ათეულშია. სუპერბედნიერი და აღელვებული ვარ. ველოდები მომდევნო მატჩს“.

მომდევნო მატჩი კი ბასილაშვილს 11 მაისს ელის, მეტოქე ისევ ამერიკელი იქნება – ბრენდონ ნაკაშიმა, რომელიც ტურნირზე 30-ე ნომრად არის განთესილი.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი