გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი უცნობ პერუელთან დამარცხდა

გააზიარეთ

ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს, აქედან ერთი ტურნირს უკვე დაემშვიდობა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს პირველსავე წრეში დაემშვიდობა. 33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა არცთუ ცნობილი პერუელ გონსალო ბუენოსთან ორ სეტში, 1:6, 6:7 წააგო.

ჩვენებურმა პირველი სეტი სულ რაღაც 22 წუთში დათმო. მატჩის შემოტრიალება მეორე სეტში შეტში შეეძლო. ბასილაშვილი ბრეიკით იგებდა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ მეტოქეს გაატანა და ვეღარც ტაიბრეიკში იმარჯვა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის გარდა, კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ქალთა კვალიფიკაციაში ეკატერინე გორგოძე მასპინძელ სტორმ ჰანტერს გაეჯიბრება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი