გამოგვიწერეთ

ნაკრები

ოთარ კიტეიშვილი: სხვა მოლოდინები გვქონდა

გააზიარეთ

18 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ეთამაშება და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპსაც დაასრულებს.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა:

„საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, მაგრამ არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ, რაზე მუშაობაც მიმდინარეობს. განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს – დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მისაღწევად…

გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. კარიერის დასაწყისში, დინამოს შემადგენლობაში, ერთად გვიწევდა თამაში და კარგად ვიცით ერთმანეთის თვისებები. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და სამწუხაროდ ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე უდიდესი დანაკლისია და ყველას გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს, მაგრამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან მოედანზე მაქსიმუმი გამოავლინონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები“.

ბულგარეთი-საქართველოს მატჩი 18 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები