გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ორბმა ჩემპიონი დაამარცხა და ბრინჯაო ირგუნა

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებას პირველი პრიზიორი ჰყავს. ტყიბულის ორბმა ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ქუთაისი-ორბი 80:86

(25:28; 21:15; 16:19; 18:24)

ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში გასული სეზონის ჩემპიონი და მასპინძელი ქუთაისი 86:80 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად, სუპერლიგის საპრიზო ადგილი დაიკავა.

შეხვედრა თავიდანვე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი ტყიბულელთა მცირე უპირატესობით დაიწყო და მათივე გამარჯვებით დასრულდა; მეორე პერიოდში ინიციატივას უკვე იმერული კლუბი დაეუფლა – კოტე ტუღუშის შეგირდებმა მეოთხედი მოიგეს და დიდ შესვენებაზე სამქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 46:43; მესამე პერიოდში ორბმა დაცვა გააძლიერა, შეტევას მოუმატა და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ანგარიში გაათანაბრა – 62:62; გადამწყვეტი გამოდგა ბოლო პერიოდი, რომელიც ორბმა მოიგო და მედლებიც ირგუნა.

ორბის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც გუნდს 24 ქულა და 6 მოხსნა შესძინა; შედეგიანი იყო შონ მურიც, ვინაც 15 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა; ქუთაისის მხრიდან მოედანზე შეუდარებელი იყო ტაირი ბოიკინმა – 38 ქულა და 5 პასი, მაგრამ მისი ეს სუპერ-თამაში გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ ორბის გუნდის წევრები ბრინჯაოს მედლებითა და შესაბამისი სიგელით დააჯილდოვა კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი