გამოგვიწერეთ

ძიუდო

ორი მედალი გარანტირებულია, ველოდებით ოქროებს

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი მედალი განაღდებული აქვს. ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57) ფინალში გავიდნენ.

შავდათუაშვილმა ჯერ ფინელი ოლინი დამატებით დროში დაამარცხა, შემდეგ რუმინელ დუმიტრეკუს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში კოსოვოელ აკილ გიაკოვას მოუგო. ნახევარფინალში ჩვენებურმა ფრანგი ჟან-ბენჯამინ გაბა დაამარცხა და ფინალში გავიდა. სადაც აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაეჭიდება.

ლიპარტელიანმა ჯერ ნორვეგიელი ელის ბოერაასი ოთხი იუკოთი დაამარცხა, მერვედფინალში იტალიელი ვერონიკა ტონიოლოს მოუგო, მეოთხედფინალში რუს ქსენია გალიტსკაიას აჯობა, ხოლო ნახევარფინალში – სერბ მარისა პერიშიჩს და ოქროსთვის იჭიდავებს.

დღესვე მიხეილ ბახბახაშვილმა (73) უნგრელი დანიელ სეგედი ულამაზესი გდებით დაამარცხა, მეორე ჯახში ჩეხეთის სახელით მოასპარეზე კარიმოვს აჯობა, მაგრამ მერვედფინალში თურქ ჩილოღლუსთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ტურნირზე პირველივე დაპირისპირება დათმეს ნინო ლოლაძემ (57) და ნინო წიკლაურმა (63).

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ძიუდო