გამოგვიწერეთ

პარასპორტი

პარალიმპიურმა კომიტეტმა 2025 წელი შეაჯამა

გააზიარეთ

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც  წლის საუკეთესო შედეგებით გამორჩეულები დაჯილდოვნენ.

ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასეთია:

2025 წლის საუკეთესო გუნდი: პარაძიუდოს ნაკრები;

საუკეთესო მწვრთნელი: პარაძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლევან ქოჩიევი;

მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე;

2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი გიორგი ქალდანი დასახელდა;

2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი ნინა თიბილაშვილი გახდა;

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პარალიმპიელი ჩემპიონ პრიზიორები, მწვრთნელები და ფედერაციების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს პარალიმპიელებს წარმატებები უსურვა. ხაბელოვმა მონაწილეობა მიიღო საუკეთესო პარალიმპიელი ქალის დაჯილდოების ცერემონიალში.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად პარასპორტი

  • პარამოფარიკავეთა სამი მედალი

    გააზიარეთტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამი მედალი მოიპოვეს – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს....