გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

პარალიმპიურ თამაშების გახსნას 11 ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს

გააზიარეთ

6-15 მარტს მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პარალიმპიელები ჩაერთვებიან. თუმცა, უკვე სკანდალით იწყება. ცნობილი გახდა, რომ საზეიმო გახსნის ცერემონიას ბოიკოტს 11 სახელმწიფო უცხადებს.

მიზეზი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) გადაწყვეტილებაა, რომელმაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს ეროვნული სიმბოლიკით, დროშითა და ჰიმნით გამოსვლის ნება დართო.

შედეგად, ბოიკოტს აცხადებენ: უკრაინა, ჩეხეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, კანადა და გერმანია.

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი და ბელარუსი ზამთრის პარალიმპიური თამაშებიდან 2022 წელს მოკვეთეს; 2024 წლისა და ზაფხულის თამაშებში კი, მათ ნეიტრალური სტატუსით გამოსვლის უფლება მისცეს; ახლა კი, ექვსი რუსი და ოთხი ბელარუსი პარასპორტსმენი ოფიციალურად იასპარეზებს.

2026 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში ჩვენს ქვეყანას ორი წარმომადგენელი ეყოლება – პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში თემურ დადიანი, ხოლო პარასნოუბორდში ლუკა ლომაია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა თამაშებში რუსი და ბელარუსი პარასპორტსმენების სიმბოლიკით დაშვებას, მაგრამ გახსნის ცერემონიას ბოიკოტს არ გამოუცხადებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები