ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამი მედალი მოიპოვეს – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს.
ოქრო გვანცა ზადიშვილმა ირგუნა, ვინაც ფინალში თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდა, თიბილაშვილი კი ვერცხლს დასჯერდა.
კიდევ ერთ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ირმა ხეცურიანმა მოიპოვე. ჩვენებურმა მესამე ადგილისთვის გერმანელ ჰატერს 15:7 მოუგო.